მთავარი » ტექნოლოგია » ფინურმა კომპანიამ ახალი ჭკვიანი ტელეფონი Nokia 6 წარადგინა
ფინურმა კომპანიამ ახალი ჭკვიანი ტელეფონი Nokia 6 წარადგინა
17:57 | 8 იანვარი, 2017

ფინურმა კომპანიამ ახალი ჭკვიანი ტელეფონი Nokia 6 წარადგინა

ფინურმა კომპანია HMD Global-მა ახალი ჭკვიანი ტელეფონი Nokia 6 წარადგინა, რომელსაც ანდროიდის ოპერაციული პლატფორმაზე მუშაობს. შესაბამისი განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი მოდელი გაყიდვაში 2017 წლის დასაწყისში გაეშვება. ჭკვიანი ტელეფონის ყიდვა მხოლოდ ჩინეთში, რეტეილერ JD.com-ის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ახალი ტელეფონის ფასი, HMD Global-ის ინფორმაციის მიხედვით, 1.7 ათასი იუანი (244 აშშ დოლარი) იქნება. ჭკვიანი ტელეფონის შიდა მეხსიერება 64 გიგაბაიტია, ოპერაციული მახსოვრობა კი - 4 გიგაბაიტი. ამასთან, ახალი Nokia 6 აღჭურვილია ორი კამერით, ერთი უკანა- 16-მეგაპიქსელიანი და მეორე წინა - 8-მეგაპიქსელიანი. ტელეფონის ეკრანის ზომა 5.5 დუიმს შეადგენს.