მთავარი » ეკონომიკა » გუდაურსა და ბაკურიანში ფოტოების გადასაღებად სპეციალური ჩარჩოები დამონტაჟდა
გუდაურსა და ბაკურიანში ფოტოების გადასაღებად სპეციალური ჩარჩოები დამონტაჟდა
16:14 | 5 იანვარი, 2017

გუდაურსა და ბაკურიანში ფოტოების გადასაღებად სპეციალური ჩარჩოები დამონტაჟდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუდაურსა და ბაკურიანში ფოტოების გადასაღებად სპეციალური ჩარჩოები დაამონტაჟა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, სასურათე ჩარჩო სოციალური ქსელების საშუალებით კურორტების პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს. გუდაურში ჩარჩო გონდოლის ზედა სადგურთან ზღვის დონიდან 2750 მეტრზე მდებარეობს, ბაკურიანში კი 2702 მეტრზე. ადმინისტრაცია მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 2017 წელსაც გააგრძელებს.