მთავარი » ბიზნესი » პრემიერი: გუდაურში, თეთნულდზე და მიტარბის ახალ კურორტზე ახალი საბაგირო იხსნება
პრემიერი: გუდაურში, თეთნულდზე და მიტარბის ახალ კურორტზე ახალი საბაგირო იხსნება
16:18 | 22 დეკემბერი, 2016

პრემიერი: გუდაურში, თეთნულდზე და მიტარბის ახალ კურორტზე ახალი საბაგირო იხსნება

უახლოეს დღეებში გუდაურში, თეთნულდზე და ბაკურიანში, მიტარბის ახალ კურორტზე ახალი საბაგირო იხსნება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ზამთრის სეზონში უამინდობის გამო ხშირი შეფერხებებია. მან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს დაავალა, რომ ტურისტებისთვის კურორტებზე შეფერხებების გარეშე გადაადგილება უზრუნველყოს. "მინდა ინფრასტრუქტურის მინისტრს დავავალო,ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ შეფერხებები არ ქონდეთ ტურსიტებს, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი, რომ ამ კურორტებზე დაისვენონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული დამსვენებელი აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით მთაში მაცხოვრებელების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ეს არის უზარმაზარი ეკონომიკური კომპლექსი, რომელიც მუშაობს არა მხოლოდ მთის, რამედ ქვეყნის განვითარებაზე. ამიტომ, მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთეთ, რომ შეფერხებები არ იყოს ზამთრის სეზონში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.