მთავარი » » "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა
13:43 | 21 დეკემბერი, 2016

"საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ბიზნეს-ფორუმი „ამერიკული ბიზნესი საქართველოში“, რომელიც ამერიკის სავაჭრო პალატისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის მხარდაჭერით ჩატარდა, საქართველო-აშშ-სსავაჭრო ურთიეთობის წახალისებას, საქართველოს საინვესტიციო ბაზრის პოპულარიზაციას და დასავლური ინვესტიციების მოზიდვას ემსახურება. ღონისძიებას ქართული და უცხოური კომპანიების პირველი პირები ესწრებოდნენ, რომლებმაც საქართველოში და დასავლეთში არჩევნების შემდეგ შექმნილი ახალი რეალობა მიმოიხილეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ასევე ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას. ბიზნეს-ფორუმში „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორი იორგ მათიესიც მონაწილეობდა, რომელიც ღონისძიებაში მედიატორის სტატუსით იყო წარმოდგენილი. იორგ მათიესმა კომპანიის სამომავლო და მიმდინარე სტარტეგიულ პროექტებზე, ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მსგავსი ღონისძიების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კარგი შესაძლებლობაა, ამა თუ იმ კომპანიამ ფართო საზოგადოებას გააცნოს სტრაგეული პროექტებისა და გეგმების შესახებ. ამ შემთხვევაში ჩვენს მიზანს წამოადგენს ხალხთან მჭიდრო ურთიერთობა და მათთან კონკრეტული მესიჯების მიტანა“, - აღნიშნა მათიესმა. ფორუმზე საქართველოში, ბიზნესდარგში არსებულ გამოწვევებსა და მთავარ მიღწევებზეც იმსჯელეს. THE FINANCIAL - ის დირექტორის ზვიად ფოჩხუას თქმით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ბიზნესის განვითარებისთვის ძალზედ მნიშვენლოვანია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება სავაჭრო ურთიეთობის გაღრმავებას, საქართველოს საინვესტიციო ბაზრის პოპულარიზაციას და დასავლური ინვესტიციების მოზიდვას  შეუწყობსხელს. „დღევანდელი ბიზნეს-ფორუმის ძირითად მიზანს საქართველო-აშშ- სავაჭრო ურთიეთობის წახალისება, საქართველოს საინვესტიციო ბაზრის პოპულარიზაცია და დასავლური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა წარმოადგენს. განვიხილეთ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების შანსები, ასევე დასავლური ინვესტიციების მოზიდვის გზები. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ მთავრობამ ჩვენ მიერ გაჟღერებულ საკითხებზე დროული რეაგირება მოახდინოს“, - განაცხადა ზვიად ფოჩხუამ.