მთავარი » ბიზნესი » ქუცნაშვილი: ყოველწლიურად 300 მილიონი დოლარის მანქანის იმპორტი ხორციელდება
ქუცნაშვილი: ყოველწლიურად 300 მილიონი დოლარის მანქანის იმპორტი ხორციელდება
19:43 | 14 დეკემბერი, 2016

ქუცნაშვილი: ყოველწლიურად 300 მილიონი დოლარის მანქანის იმპორტი ხორციელდება

"300 მილიონი დოლარის მანქანის იმპორტი ხორციელდება ყოველწლიურად, ეს საშუალო ღირებულების 5 ათას დოლარიან მანქანაზე რომ გადათვალოთ არის 60 ათასი მანქანა, რომელიც შემოდის საქართველოს შიდა საავტომობილო ბაზარზე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. მან აგრეთვე ლარის კურსზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ევროპის და ჩინეთის გარდა ყველა ქვეყნის ვალუტამ, რომელიც დოლარზე იყო მიბმული განიცადა დევალვაცია. "11 მილიარდი აქვთ ჩვენს მოქალაქეებს ანაბრები ბანკებში განთავსებული. სანამ საქართველოს ექნება ღია ეკონომიკა, სანამ ეკონომიკის მასშტაბები იქნება ასეთი მცირე, მინდა გითხრათ, ბევრად დიდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე თურქეთის რესპუბლიკა ატომური ბომბის გარდა ლამის ყველაფერს აწარმოებს და ისიც კი ამ მდგომარეობაში არიან. მხოლოდ ევროპამ, როგორც დიდმა გაერთიანებამ შეძლო ამ დიდი პრობლემის გამკლავება საკუთარი ეროვნული ვალუტის ევროს მიმოქცევაში დატოვებით. მხოლოდ ჩინეთმა, რომლის ეკონომიკა მესამეა, შეძლო თავისი მდგომარეობის შენარჩუნება, ყველა სხვა ქვეყანაში დოლარზე მიბმული ეროვნულმა ვალუტებმა განიცადეს დევალვაცია.", - განაცხადა ქუცნაშვილმა ტელეკომპანია "პირველთან".