მთავარი » ბიზნესი » საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერი Willis Towers Watson შემოდის
საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერი Willis Towers Watson შემოდის
17:26 | 14 დეკემბერი, 2016

საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერი Willis Towers Watson შემოდის

სადაზღვეო ბროკერი Gras Savoye რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან  ოპერირებს  მსოფლიოში რეიტინგით მესამე საბროკერო კომპანიამ შეისყიდა.   ხანგრძლივი მოლაპარაკებები Willis Towers Watson მიერ  Gras Savoye შეისყიდვაზე 2016 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამსხვილების ახალ ეტაპზე, სადაზღვევო ბროკერი Gras Savoye, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს რებრენდინგს  იწყებს. Willis Towers Watson მსოფლიოში რეიტინგით მესამე ბროკერია, რომელსაც 120-ზე მეტ0 ქვეყანაში  39,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, მისი ბრუნვა 8.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და წარმოდგენილია ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს კონსულტაციას დაზღვევის ნებისმიერი მიმართულებით. Willis Towers Watson-ის კლიენტები არიან BP, Disney, HSBC, Barclays, Shell, კოკა- კოლა, კოდაკი და ა.შ. კომპანიის 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება და ახალი ბრენდის სამომავლო გეგმების პრეზენტაცია 15 დეკემბერს, 19:30 წუთზე,  მწერალთა სახლში გაიმართება.