მთავარი » ეკონომიკა » კომუნალური სუბსიდიის ბიუჯეტის დაახლოებით 15 მილიონი ლარით შემცირება იგეგმება
კომუნალური სუბსიდიის ბიუჯეტის დაახლოებით 15 მილიონი ლარით შემცირება იგეგმება
12:32 | 9 დეკემბერი, 2016

კომუნალური სუბსიდიის ბიუჯეტის დაახლოებით 15 მილიონი ლარით შემცირება იგეგმება

კომუნალური სუბსიდირების მიზნით 2017 წელს, დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 14 მილიონ 860 ათასი ლარით ნაკლები გამოიყოფა. 2016 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში კომუნალური სუბსიდირებისთვის 27 მილიონ 60 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, 2017 წელს კი, ბიუჯეტის პროექტის თანახმად ამ მიზნით 12 მილიონ 200 ათასი ლარი გამოიყოფა. „აიპრესი“ იმის გასარკვევად, რა ფორმით გაიცემა კომუნალური ვაუჩერები 2017 წელს, დედაქალაქის მერიას დაუკავშირდა. თუმცა, მერიაში განაცხადეს, რომ სანამ საკრებულო დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებენ.