მთავარი » მსოფლიო » ანკარამ ''თურქეთის ნაკადის'' მშენებლობის თაობაზე შეთანხმების რატიფიცრება მოახდინა
ანკარამ ''თურქეთის ნაკადის'' მშენებლობის თაობაზე შეთანხმების რატიფიცრება მოახდინა
18:59 | 2 დეკემბერი, 2016

ანკარამ ''თურქეთის ნაკადის'' მშენებლობის თაობაზე შეთანხმების რატიფიცრება მოახდინა

თურქეთის პარლამენტმა რუსეთთან „თურქეთის ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობის თაობაზე მთავრობაშორის შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა. როგორც გამოცემა Milliyet იტყობინება, გადაწყვეტილებას 210 დეპუტატი დაეთანხმა. სულ კენჭისყრაში 223 პარლამენტარი მონაწილეობდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, შვიდი მათგანი წინააღმდეგი წავიდა, ექვსმა თავი შეიკავა. რუსეთმა და თურქეთმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს პროექტ „თურქეთის ნაკადის“ მშენებლობის თაობაზე მთავრობათაშორის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი და ანკარა ქვეყანაში მთავარი ენერგეტიკული კერის შექმნას ცდილობენ. 2 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრიტანული გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გაზსადენ "თურქეთის ნაკადის" პროექტი საბოლოოდ უნდა განხორციელდეს. შეგახსენებთ, მოსკოვსა და ანკარას შორის ე.წ თურქეთის ნაკადის პროექტის შესახებ მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც თურქეთის მიერ რუსული ბომბამშენის „სუ-24“-ის ჩამოგდების შემდეგ, მხარეებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ევროპელი დიპლომატების ნაწილი მიიჩნევს, რომ „თურქული ნაკადის“ მშენებლობა რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს და „გაზპრომზე“ დამოკიდებულებას გაზრდის. მოსკოვი და ანკარა რუსეთ-თურქეთს შორის შავი ზღვის გავლით ახალი გაზსადენის მშენებლობაზე 2014 წლის დეკემბერში შეთანხმდნენ. გასულ წელს, ორმხრივი ურთიერთობის გაუარესების შემდეგ პროექტის რეალიზაცია შეჩერდა.