მთავარი » ბიზნესი » ნავთობისა და გაზის კორპორაცია გაზსადენის "თელავი-ახმეტის" მშენებლობას ახორციელებს
ნავთობისა და გაზის კორპორაცია გაზსადენის
10:45 | 30 ნოემბერი, 2016

ნავთობისა და გაზის კორპორაცია გაზსადენის "თელავი-ახმეტის" მშენებლობას ახორციელებს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია კახეთის მაგისტრალური გაზსადენის „თელავი-ახმეტის“ ახალი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (სნგკ) კახეთის მაგისტრალური გაზსადენის თელავი-ახმეტის’ 27კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს. 300 მმ დიამეტრის გაზსადენის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენი“ აწარმოებს. ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების 38%-ზე მეტი შესრულებულია. პროექტის ღირებულება 2 120 000 ლარია დღგ-ს გარეშე. მაღალი წნევის გაზსადენის მშენებლობის დასრულება 2017 წლის თებერვლისთვის არის დაგეგმილი. „თელავი-ახმეტის“ ახალი 27კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობით მაგისტრალური გაზსადენის კახეთის განშტოების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ, გაზსადენის დაზიანებულ მონაკვეთზე 1976 წელს აშენებულ 200მმ დიამეტრის ამორტიზებულ მილებს ახალი, 300მმ დიამეტრის მილები ჩაანაცვლებენ, რაც ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის ბუნებრივი გაზით შეუფერხებლად მომარაგება.