მთავარი » ეკონომიკა » გიორგი კვირიკაშვილი: წერტილი დაესმევა ქალაქებისა და სოფლების ქაოსურ განაშენიანებას
გიორგი კვირიკაშვილი: წერტილი დაესმევა ქალაქებისა და სოფლების  ქაოსურ განაშენიანებას
15:09 | 25 ნოემბერი, 2016

გიორგი კვირიკაშვილი: წერტილი დაესმევა ქალაქებისა და სოფლების ქაოსურ განაშენიანებას

საქართველოს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრებს სამთავრობო პროგრამა გააცნო და მომავალი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის სივრცითი მოწყობაზე, რომელიც არის 4-პუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი და წარმოადგენს ქვეყნის სწრაფი განვითარების მთავარ ჩარჩო-დოკუმენტს. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სივრცითი მოწყობის რეფორმის ფარგლებში, წერტილი დაესმება ქაოსურ განაშენიანებას და მომზადდება ქალაქებისა და სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმა. "საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე აქვს ახალი აბრეშუმის გზის ძალიან დიდი შესაძლებლობები. მაგრამ, საქართველოს შესაძლებლობების გამოყენება ვერ მოხერხდება თუ ჩვენ არ მოვახდინეთ ჩვენი ინფრასტრუქტურის სტანდარტების მოყვანა იმ შესაბამისობაში, რაც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს. აქ მნიშვნელოვანია დრო, თუ სატრანზიტო ტვირთმა ნახა სხვა გასასვლელი, შემდეგ მისი დაბრუნება სამხრეთ კორიდორში არის გაცილებით რთული. სწორედ დროის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ გვმართებს მომდევნო წლების განმავლობაში უფრო გააქტიურება ინფრასტრუქტურის მოდერნიზების მიმართულებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.