მთავარი » ტექნოლოგია » ტექნოპარკს Touch - საქართველოში ციფრული მარკეტინგის პირველი კონფერენციის სპიკერები ეწვევიან
ტექნოპარკს Touch - საქართველოში ციფრული მარკეტინგის პირველი კონფერენციის სპიკერები ეწვევიან
13:56 | 18 ნოემბერი, 2016

ტექნოპარკს Touch - საქართველოში ციფრული მარკეტინგის პირველი კონფერენციის სპიკერები ეწვევიან

საქართველოს ინოვაციების და ტექნოოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Touch - ციფრული მარკეტინგის პირველი კონფერენცია საქართველოში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით,  19 ნოემბერს, 19.00 საათზე საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში იმართება. პროექტის მხარდამჭერია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომლის ფარგლებში, 19 ნოემბერს, დილით, 10 საათზე კონფერენციის სპიკერები ტექნოპარკს ეწვევიან:

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - გიორგი ჩოგოვაძე; Google-ის ინდუსტრიული მენეჯერი - დმიტრი შილიუკი; National Geographic-ის ფოტოგრაფი - ვიქტორ ლაგუშკინი;  Impact hub Vienna-ის წარმომადგენელი - კაი ვიჩმენი;  სოციალური მედიის მენეჯერი - ანა სამპაიო ბაროში; ფოტოგრაფი და მოგზაური - აურელიან ბატინი.  ტექნოპარკში სტუმრები სტარტაპებს შეხვდებიან და კითხვა პასუხის რეჟიმში გაუზიარებენ მათ თავიანთ გამოცდილებას.

სტარტებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს უცხოური გამოცდილების მიღებას. სიახლეებისა და სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკების გამოყენება მისცემს მათ პოტენციალს, მოიპოვონ წარმატება, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ ცალკეული სტარტაპებისთვის, არამედ ზოგადად ქვეყანაში ბიზნესის  განვითარებისთვის, რადგან  სწორი ხედვა და პროფესიონალზმი სფეროს წინსვლის  აუცილებელი წინაპირობაა.

კონფერენციის ძირითადი თემაა ტურიზმი ციფრულ მარკეტინგში.

როგორ შევქმნათ  სოციალური მედიის ტრენდები, როგორ შევფუთოთ ბრენდი ინტერნეტ პლატფორმებითვის, როგორ გავყიდოთ პროდუქტი თუ მომსახურება  სოციალური მედიისა თუ ინტერნეტის მრავალფეროვანი არხების საშუალებით და სხვა.

კონფერენციის სპიკერები წარმოადგენენ თანამედროვე ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებს და ამ სფეროში ტრენდების შემქმნელებს. მოწვეული სპიკერები კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარებენ წარმატებულ ისტორიებს, ბიზნეს გადაწყვეტილებებს და გასცემენ პასუხებს სტუმრების  მიერ დასმულ შეკითხვებს. პროექტის მხარდამჭერია  “ტექნოპარკი”, ასევე  “ვისმინო”, “ბარბარესთან”,  „Port:80”. სპონსორები არიან: “ატლასგლობალი", “ფაბრიკა”.