მთავარი » ეკონომიკა » სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 45 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 45 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
13:58 | 2 ნოემბერი, 2016

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 45 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2016 წლის 2 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 68 750 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტით, მაქსიმალური 7.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.216 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური განაკვეთი 6.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.