მთავარი » ეკონომიკა » "გადაიღე საქართველოში"-ს ფარგლებში საქართველოში ამერიკული ფილმის გადაღებები მიმდინარეობს
11:57 | 13 ოქტომბერი, 2016

"გადაიღე საქართველოში"-ს ფარგლებში საქართველოში ამერიკული ფილმის გადაღებები მიმდინარეობს

ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი, ლილი კოლინსი ასრულებს, ხოლო აღნიშნული მხატვრული ფილმის რეჟისორია ამერიკელი პოეტი და ჟურნალისტი ანტონი ლუცერო, რომელმაც  დაწერა რამდენიმე კინოსცენარი, მათ შორის "კლოუნი" და რიჩარდ ბრაუტიგანის A Confederate General from Big Sur-ის ადაპტაცია განახორციელა. "კლოუნის" გადაღებებისას ამერიკელი რეჟისორი ქართულ საპროდიუსერო კომპანიასთან შპს "მისთი დონისთან" თანამშრომლობს. "გადაიღე საქართველოში" პროგრამით დაინტერესებულთა რიცხვი დღითიდღე მატულობს. პროგრამის  ამოქმედებიდან სულ რაღაც 7 თვეში "კლოუნი" რიგით მეოთხე პროექტია, რომელიც საქართველოში ხორციელდება. ამერიკული დრამის გადაღებები საქართველოსა და ნიდერლანდებში ხორციელდება. საქართველოში გადასაღებ მოედნად თბილისის, ბათუმის და რუსთავის ტერიტორიები შეირჩა.