მთავარი » ბიზნესი » პრემიერი: ბაკურიანში ბიატლონის ტრასა მოეწყობა
პრემიერი: ბაკურიანში ბიატლონის ტრასა მოეწყობა
10:57 | 29 სექტემბერი, 2016

პრემიერი: ბაკურიანში ბიატლონის ტრასა მოეწყობა

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ფრანგულ კომპანიასთან ერთად ბაკურიანში ბიატლონის ტრასის დაპროექტებაზე მუშაობას იწყებს. პრემიერის ინფორმაციით, დაპროექტებაზე 786 500 ლარი გამოიყოფა. "ეს იქნება აბსოლუტურად საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტის ბიატლონის ტრასა. შევისწავლეთ მოთხოვნა და ვფიქრობთ, რომ ბაკურიანის კურორტს ძალიან მნიშვნელოვნად დატვირთავს კონკრეტულად ეს ინფრასტრუქტურა, და არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე. ბიატლონის მიმართულებით სავარჯიშოდ მთელი წლის განმავლობაში არის მოთხოვნა. გარდა ამისა, იქ იგეგმება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ვფიქრობთ, რომ 12 თვის განმავლობაში დატვირთავს აღნიშნულ კურორტს და ეს ასევე ძალიან კარგი იქნება მიმდებარე სოფლებისთვის", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.