მთავარი » ბიზნესი » ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და ტექნოლოგიური ცენტრის ბიუჯეტი 1 მლრდ ევროს შეადგენს
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და ტექნოლოგიური ცენტრის ბიუჯეტი 1 მლრდ ევროს შეადგენს
15:49 | 12 სექტემბერი, 2016

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და ტექნოლოგიური ცენტრის ბიუჯეტი 1 მლრდ ევროს შეადგენს

"ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიარდ ევროს შეადგენს",-აღნიშნულის შესახებ ფონდ "ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი უძილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც 2019 წლის ბოლოს უკვე დასრულებული უნდა იყოს, სტუდენტებს ეკონომიკური კუთხით გადაამზადებს. უნივერსიტეტის ძირითადი მიმართულებები ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები და ინჟინერიის სხვადასხვა დარგები იქნება. "პროექტის ღირებულება მთლიანად 1 მილიარდ ევროს შეადგენს, რომლის განხორციელება, ფაქტობრივად დაწყებულია და 2019 წელს დასრულდება. პროექტს მთლიანად ფონდი "ქართუ " აფინანსებს",- ფონდ "ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი უძილაურმა. შეგახსენებთ, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისთან ახლოს მუხნარის ტყეში გაშენდება. პროექტის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება და 60 ათას სტუდენტს მიიღებს. ამ წუთებში ქალაქ ქუთაისში პროექტის პრეზენტაციას ყოფილი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავროვის სხვა წევრებიც ესწრებიან.