მთავარი » ბიზნესი » პრემიერი: ბაკურიანში ბიატლონის ტრასა და ჰოკეის 1000-კაციანი დარბაზი დაპროექტდება
პრემიერი: ბაკურიანში ბიატლონის ტრასა და ჰოკეის 1000-კაციანი დარბაზი დაპროექტდება
10:38 | 31 აგვისტო, 2016

პრემიერი: ბაკურიანში ბიატლონის ტრასა და ჰოკეის 1000-კაციანი დარბაზი დაპროექტდება

"ბიატლონის ტრასა და ჰოკეის 1000-კაციანი დარბაზი დაპროექტდება ბაკურიანში, ასევე აღდგება ტრამპლინის ტრასა", - აღნიშნულის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპანია "გებრუდერ ვაისში", 100 ქართველ ბიზნესმენთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ბაკურიანში უკვე დაწყებულია თბილისის ზღვაზე მდებარე აკვაპარკის მსგავსი პარკის მშენებლობა, რომელიც ზაფხულისთვისაც იქნება და ზამთრისთვისაც. ასევე დაწყებულია ბიატლონის დაპროექტება, რაზეც ფრანგი ექსპერტები მუშაობენ. ბიატლონის ტრასა და ჰოკეის 1000-კაციანი დარბაზი დაპროექტდება ბაკურიანში, ასევე აღდგება ტრამპლინის ტრასა. 8-10 წლის შემდეგ კი უკვე შეგვიძლია სერიოზული ტურნირების ჩატარებაზე ვიფიქროთ. 2022 წელს ვფიქრობთ, რომ ბიატლონში მსოფლიო ჩემპიონატი ჩავატაროთ ბაკურიანში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.