მთავარი » ეკონომიკა » თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი იქნება
თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი იქნება
17:07 | 28 აგვისტო, 2016

თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი იქნება

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 4 საბაგიროს მშენებლობის პროცეს მიმდინარეობს.  2016 წლისთვის თეთნულდის სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრამდე გაიზრდება.
სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 4 საბაგიროს მშენებლობის პროცესს პირველი ვიცე-პრემიერი გაეცნო. დიმიტრი ქუმსიშვილი თეთნულდზე სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელთან ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად იმყოფებოდა. საბაგიროებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობას "კავკასუს როუდ პროჯექტი " და სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ თეთნულდის უწყვეტი სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება. თეთნულდის სათხილამურო გზების საერთო სიგრძე ამ დროისთვის 7 კილომეტრს აღწევს, აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი 3,5 კილომეტრია. არსებული გეგმის მიხედვით. როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს გავრცელებულ ინცორმაციაშია ნათქვამი, არსებული გეგმის მიხედვით, 2016 წლისთვის თეთნულდის სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრამდე გაიზრდება.