მთავარი » ბიზნესი » თეთნულდის განვითარების ახალი ფაზა ბიუროკრატიული მექანიზმების გაჩენას არ გამოიწვევს
თეთნულდის განვითარების ახალი ფაზა ბიუროკრატიული მექანიზმების გაჩენას არ გამოიწვევს
10:43 | 25 აგვისტო, 2016

თეთნულდის განვითარების ახალი ფაზა ბიუროკრატიული მექანიზმების გაჩენას არ გამოიწვევს

კურორტ თეთნულდის განვითარების ახალი ფაზის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ამ მიზნით დამატებით რესურსს ხარჯავს და ახალ ბიუროკრატიულ ერთეულს ქმნის, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გვსურს განვმარტოთ, რომ საუბარია შპს-ზე, რომელიც უკვე არსებობს და იქ მუშაობენ მენეჯერები. პრემიერ-მინისტრს მხედველობაში ჰქონდა კურორტ "თეთნულდის" განვითარების პროცესში მულახის თემის უფრო აქტიური ჩართვის უზრუნველყოფა და სწორედ ამას ემსახურება ბატონი სოსო ჯაჭვლიანის კანდიდატურის დასახელება. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ იგი ადგილობრივია და, როგორც მულახის თემის მცხოვრებლებთან, ისე სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება აქვს. უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფო, თეთნულდის განვითარების პროცესში იღებს არა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, არამედ გეგმავს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს არსებული სპეციფიკა და უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, ეს არანაირი დამატებითი საბიუჯეტო რესურსის ხარჯვას და ახალი ბიუროკრატიული მექანიზმების გაჩენას არ გამოიწვევს. მთის კურორტების განვითარების კომპანია