მთავარი » ბიზნესი » ტარიელ ხეჩიკაშვილი: 4 თვის განმავლობაში ქართული სპორტისთვის 500 მილიონზე მეტი გამოიყო
ტარიელ ხეჩიკაშვილი: 4 თვის განმავლობაში ქართული სპორტისთვის 500 მილიონზე მეტი გამოიყო
14:16 | 24 აგვისტო, 2016

ტარიელ ხეჩიკაშვილი: 4 თვის განმავლობაში ქართული სპორტისთვის 500 მილიონზე მეტი გამოიყო

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, ბოლო 4 თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ქართული სპორტისთვის 500 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
"არნახული მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან ქართულ სპორტს, 500 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული 4 თვის მანძილზე როგორც კონკრეტული ფედერაციების, სპორტის სახეობის და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით, ასევე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების თუ ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. საქართველო სპორტული ცენტრი გახდა რეგიონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ინფრასტრუქტურა, რომელიც აშენდა, მოხმარდება სპორტის განვითარებას საქართველოში - მასობრივი და პროფესიული სპორტის განვითარებას. რეგიონებში სპორტის 4 ახალი სასახლე აშენდება, ასევე აშენდება საფეხბურთო და სარაგბო 20 სტადიონი, რაც რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოში სპორტის განვითარებას, ასევე სპორტის ტურიზმის განვითარებას", - განაცხადა სპორტის მინისტრმა.