მთავარი » მსოფლიო » ირანმა თურქეთში შეიძლება გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტი გაზარდოს
ირანმა თურქეთში შეიძლება გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტი გაზარდოს
11:35 | 18 აგვისტო, 2016

ირანმა თურქეთში შეიძლება გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტი გაზარდოს

ირანიდან თურქეთში ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების გაზრდის საკითხი იქნება მთავარი თემა, რომელიც თეირანში, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბარატ ალბაირაკის ვიზიტისას განიხილება. აღნიშნულის შესახებ Trend.az იუწყება. თურქი მინისტრის ირანში ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არაა. აქამდე, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების მიხედვით, რომელიც თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის ფარგლებში გააკეთა, თეირანი თურქეთში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდითაა დაინტერესებული. ირანმა და თურქეთმა გაზის შესახებ კონტრაქტს ხელი 1996 წელს მოაწერა. კონტრაქტის პირობების მიხედვით, ირანმა თურქეთს წელიწადის განმავლობაში 10 მილიარდი კუბომეტრი, ან დღეში 27 მილიონი კუბომეტრი გაზი უნდა მიაწოდოს.