მთავარი » ეკონომიკა » პრემიერი: რუსთავის "აზოტში" 50 მილიონი დოლარის დამატებითი ინვესტიცია განხორციელდება
პრემიერი: რუსთავის
11:04 | 4 აგვისტო, 2016

პრემიერი: რუსთავის "აზოტში" 50 მილიონი დოლარის დამატებითი ინვესტიცია განხორციელდება

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა პროექტი, რომლის თანახმადაც რუსთავის აზოტის საწარმოში მოხდება 50 მილიონი დოლარის დამატებითი ინვესტიციის განხორციელება.
"ეს არის 500-მდე დამატებითი სამუშაო ადგილი რუსთავში. ეს კი თავისთავად არის 500 დამატებით ოჯახში მიტანილი კეთილდღეობა. დამეთანხმებით ეს არის ძალიან დიდი საქმე", - აღნიშნა პრემიერმა.