მთავარი » ბიზნესი » ლევილის მამულის 10-წლიანი პროექტისთვის მთავრობამ 5-მილიონამდე ევრო გამოყო
ლევილის მამულის 10-წლიანი პროექტისთვის მთავრობამ 5-მილიონამდე ევრო გამოყო
13:49 | 21 ივლისი, 2016

ლევილის მამულის 10-წლიანი პროექტისთვის მთავრობამ 5-მილიონამდე ევრო გამოყო

დღეს, მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის განკარგულების პროექტი განიხილა - "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville - sur - Orge) საქართველოსთვის გადმოცემის შემდეგ, განსახორციელებელი პროექტის დაფინანსების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ". როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში, გელა დუმბაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მთავრობამ დაამტკიცა 10-წლიანი გეგმა და ლევილის მამულში განსახორციელებელი პროექტებისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 5-მილიონამდე ევრო. "ჩვენ მიერ წარმოდგენილი იქნა 10-წლიანი გეგმა, რომლის განმავლობაშიც სახელმწიფო თავის ბიუჯეტში გაითვალისწინებს 5-მილიონამდე ევროს, რათა 10 წლის განმავლობაში, ლევილის მამულში განხორციელდეს როგორც შატოს, ასევე, მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, მათ შორის, იქმნება დამატებითი ნაგებობები. ეს არის ფრანგული მხარის, პირველი რესპუბლიკის მეთაურების ოჯახების წარმომადგენელთა მოთხოვნა და ამ დოკუმენტით ჩვენი მხრიდან ფაქტობრივად დასრულდა ჩვენ მიერ აღებული ყველა პასუხისმგებლობა. შემდგომ ნაბიჯად, ამ ოჯახების მხრიდან ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საბოლოო ხელმოწერას ველოდებით. მთავრობის რეკომენდაციაა, რომ ეს განხორციელდეს მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე და ფაქტობრივად, ეს არის უკვე ფრანგული მხარის გადასაწყვეტი. პარალელურად ინტენსიური მოლაპარაკებები მიდის საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე, ნოტარიატთან დეტალების დაზუსტების დონეზე", - განაცხადა დუმბაძემ.