მთავარი » ეკონომიკა » ვიცეპრემიერი: თეთნულდის საბაგიროს მშენებლობის ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო
13:11 | 21 ივლისი, 2016

ვიცეპრემიერი: თეთნულდის საბაგიროს მშენებლობის ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო

სამწუხაროდ თეთნულდის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერზე არავინ მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, დღეს მთავრობამ განიხილა განკარგულების პროექტი "შპს "თეთნულდი დეველოპმენტის" მიერ სახელწმიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ. "რამდენჯერმე გვქონდა ტენდერი გამოცხადებული, სამწუხაროდ არავინ მიიღო მონაწილეობა. ამიტომ დღეს, გამარტივებული შესყიდვა გამოვიტანეთ, იმისთვის რომ სეზონზე დავამთავროთ მშენებლობა. იქ რამდენიმე საბაგიროა ასაშენებელი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.