მთავარი » მსოფლიო » ელონ მასკმა Tesla-ს ახალი საიდუმლო პროექტი დააანონსა
ელონ მასკმა Tesla-ს ახალი საიდუმლო პროექტი დააანონსა
12:13 | 11 ივლისი, 2016

ელონ მასკმა Tesla-ს ახალი საიდუმლო პროექტი დააანონსა

კომპანია Tesla Motors-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ელონ მასკმა მომდევნო კვირაში ახალი საიდუმლო პრoექტის პრეზენტაციის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, დამატებითი დეტალები მხოლოდ მიმდინარე კვირის განმავლოbაში გახდება ცნობილი. "Tesla-ს პროექტის სრულიად საიდუმლო მეორე ნაწილზე ვმუშაობთ. ვაპირებ, რომ იგი მიმდინაrე კვირის განმავლობაში გამოვაქვეყნო", - წერს მასკი თავის ოფიციალურ Twitter-ზე. ამასთან, აღნიშნული პროექტის შესხებ არანაირი ინფორმაცია არაა ცნობილი. The Gardian-ი აღნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანიამ წარადგინა სპორტული Tesla Roadster, ხუთკარიანი საოჯახო ავტომობილი Tesla Model S, კროსოვერი Tesla Model X და სპორტული სედანი Tesla Model 3.