მთავარი » ეკონომიკა » სასტუმრო განვითარების პროგრამას "უმასპინძლე საქართველოში" პირველი ბენეფიციარი ჰყავს
სასტუმრო განვითარების პროგრამას
12:34 | 7 ივლისი, 2016

სასტუმრო განვითარების პროგრამას "უმასპინძლე საქართველოში" პირველი ბენეფიციარი ჰყავს

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების  პროექტს პირველი ბენეფიციარი ჰყავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მეწარმე ბაკურიანში სასტუმროს მშენებლობის დასრულებასა და ინვენტარით აღჭურვას შეძლებს. შპს "თოკა" ახალი კომპონენტის "უმასპინძლე საქართველოში"  პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სასტუმროსთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს მთლიანად მეწარმეობის განვითარების სააგენტო დაფარავს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 270,000 აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმროში, რომლის გახსნა  2016 წლის დეკემბერში იგეგმება, 15 ადამიანი დასაქმდება. ახალი სასტუმრო ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, დავით აღმაშენებლის ქუჩა #72-ზე მდებარეობს და დამსვენებლებს მაღალი სტანდარტების, კომფორტული გარემოს შესთავაზებს.