მთავარი » ბიზნესი » თბილისის გრან პრი - ისტორიული რბოლა ისტორიულ ადგილას გაიმართა
თბილისის გრან პრი - ისტორიული რბოლა ისტორიულ ადგილას გაიმართა
18:38 | 6 ივლისი, 2016

თბილისის გრან პრი - ისტორიული რბოლა ისტორიულ ადგილას გაიმართა

კვირას თბილისის ცენტრში, ვაკე–საბურთალოს გზაზე ისტორიული საავტომობილო შეჯიბრი გაიმართა, რომელიც სტარტს ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციან წლებში (1966 წელი) იღებს და წელს მას 50 წელი შეუსრულდა. 50 წლის შემდეგ, ამ ადგილას ისევ ახმაურდა სპორტული ავტომობილების ძრავები. გამარჯვებისთვის ორმოცამდე ავტომობილი იბრძოდა. (BMW compact, Honda Civic) პროფესიონალი მრბოლელები სტარტს „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურიდან იღებდნენ და პრესტიჟული თასის მოსაპოვებლად ასპარეზობდნენ. თუმცა დაძაბულ და სანახაობრივ ბრძოლაში გამარჯვება ვასილ ჭონიშვილმა (1 ადგილი), გიგა ბიძინაშვილმა (2 ადგილი) და ირაკლი კუხიანიძემ (3 ადგილი) მოიპოვეს. პრიზიორებს „ვისოლმა“ უმაღლესი ხარისხის „ეკოს“ საწვავი გადასცა საჩუქრად. შეჯიბრი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების ოქროს სპონსორი იყო „ვისოლი“. მევლუდ მელაძე, შეჯიბრის ორგანიზატორი: „მიხარია, რომ ჩვენ ამ თითქოს შეუსრულებელ იდეას, თბილისის მერიაში მხარდამჭერები გამოუჩნდა და რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად შევძელით, რომ ისტორიული რბოლა თბილისის ცენტრში აღგვედგინა. დიდი მადლობა საპატრულო პოლიციას, რომელიც დაგვეხმარა გზის გადაკეტვაში. მადლობა გვერდში დგომისთვის მეგობარ კომპანიებს, რომლებმაც რეალური გახადეს ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება“.