მთავარი » ტექნოლოგია » ჩინეთში პლანეტის უდიდესი რადიოტელესკოპი შექმნეს
ჩინეთში პლანეტის უდიდესი რადიოტელესკოპი შექმნეს
12:12 | 4 ივლისი, 2016

ჩინეთში პლანეტის უდიდესი რადიოტელესკოპი შექმნეს

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპი შექმნეს, რომელსაც FAST (Five hundred meter Aperture Spherical Telescope) ჰქვია.
მოწყობილობის დიამეტრი 500 მეტრია. თავისი კონსტრუქციით იგი "არესიბოს" ობსერვატორიას ჰგავს. როგორც CRJ აღნიშნავს, მანამ, სანამ რადიოტელესკოპის გამოყენებას დაიწყებენ, ჯერ იგი აუცილებლად, საგულდაგულოდ უნდა შეამოწმონ. "ეს პლანეტის ყველაზე დიდი რადიოტელესკოპია. მეც და ჩემი ყველა კოლეგა მსოლფიოს მასშტაბით, სულმოუთმენლად ველით პირველ დაკვირვებებს. ეს ტელესკოპი სამყაროს სხვადასხვა ობიექტებზე კვლევების დაწყების საშუალებას მოგვცემს. ჩვენთვის ისეთი რაღაცები გახდება ხელმისაწვდომი, რაზეც აქამდ ევერც კი ვიოცნებებდით", - აღნიშნავს პროექტ Square Kilometer Arra-ს (SKA) ოპერატორი.