მთავარი » ბიზნესი » გიორგი კვირიკაშვილი: კურორტ თეთნულდის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება
გიორგი კვირიკაშვილი: კურორტ თეთნულდის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება
11:49 | 27 ივნისი, 2016

გიორგი კვირიკაშვილი: კურორტ თეთნულდის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება

სამთო სათხილამურო კურორტი თეთნულდის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ციხისძირში სასტუმრო "კასტელო მარეს" გახსნის ცერემონიაზე განაცხადა და თეთნულდის განვითარების გეგმაზე ისაუბრა.
"ეს იქნება ერთ-ერთი უნიკალური კურორტი, სადაც ერთმანეთს შეერწყმება კულტურული მემკვიდრეობა, უნიკალური მუზეუმები, შუა საუკუნეების ციხე-კოშკები და საუკეთესო სათხილამურო ტრასები", - განაცხადა კვირიკაშილმა. შეგახსენებთ, რომ მთავრობა სამთო-სათხილამურო კურორტ "თეთნულდზე" სასტუმროების მიმართულების განვითარებას გეგმავს. კურორტზე 2016 წლის თებერვალში გაიხსნა პირველი საბაგირო 3,5-კილომეტრიანი სასრიალო ტრასით და მისი სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი 9,5 კმ იქნება. თეთნულდი ერთდროულად 6800 მოთხილამურეს მოემსახურება. უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გახანგრძლივდება. კურორტ თეთნულდზე მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. კურორტ „თეთნულდის“ მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. კურორტი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს.