მთავარი » ბიზნესი » ნარმანიას პასუხი აუდიტის სამსახურს: მერიაში სახელფასო დანამატების გაცემა შემცირდა
ნარმანიას პასუხი აუდიტის სამსახურს: მერიაში სახელფასო დანამატების გაცემა შემცირდა
12:25 | 6 ივნისი, 2016

ნარმანიას პასუხი აუდიტის სამსახურს: მერიაში სახელფასო დანამატების გაცემა შემცირდა

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიაში სახელფასო დანამატების გაზრდასთან დაკავშირებით ცვლილება არ ყოფილა. ნარმანია აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ დასკვნას პასუხობს, რომლის თანახმადაც ყველა საჯარო უწყებაში პრემიების არგაცემის სანაცვლოდ სახელფასო დანამატებია გაორმაგებული. მისი მტკიცებით, თბილისის მერიაში სახელფასო დანამატების გაცემა შემცირებულია. "თბილისის მერიაში დანამატების გაზრდასთან დაკავშირებით რაიმე სახის ცვლილება არ ყოფილა. პირიქით, შემცირდა. თუ ადრე ამ დანამატების 80%-იანი გაცემა იყო, ახლა 50%-მდე შემცირდა. ამიტომ ამ თვალსაზრისით, ჩვენთან სტაბილური მდგომარეობაა. არაფერი ჩვენთან თბილისის მერიის სისტემაში არ გაზრდილა", - განაცხადა ნარმანიამ.