მთავარი » ეკონომიკა » ტექნოპარკში პროექტ "TOT-2016" IT-სპეციალისტთა გამოსაშვები საღამო გაიმართება
ტექნოპარკში პროექტ
14:27 | 2 ივნისი, 2016

ტექნოპარკში პროექტ "TOT-2016" IT-სპეციალისტთა გამოსაშვები საღამო გაიმართება

2016 წლის 3 ივნისს ტექნოპარკში პროექტ "TOT-2016" კურსდამთავრებულ IT-სპეციალისტთა გამოსაშვები საღამო გაიმართება, მოცემული პროექტის მიზანი ემსახურებოდა სახელმწიოფო პროგრამის ფარგლებში IT ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში. საუკეთესო დამსაქმებლები IT სფეროდან 120 კურსდამთავრებულს სერტიფიკატებით დააჯილდოვებენ. 2014 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ 2020 წლისთვის გაზარდოს IT სპეციალისტების რაოდენობა საქართველოში 40 000 სპეციალისტამდე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა საერთაშორისო კონკურსი IT-ტრენინგ ცენტრებს შორის, რომლებიც ემსახურებიან IT სპეციალისტების გადამზადებას. ამ კონკურსში გამარჯვებული გახდა უკრაინული IT სასწავლო ცენტრების ქსელი SkillUP. ეს არის მეორე დიდი საგანმანათლებლო პროექტი საქართველოში, რომელიც ჩატარდა SkillUP-ის სპეციალისტების მიერ: გადამზადდა 180 IT-ტრენერი და სპეციალისტი, მათგან 60-მა უკვე დაიწყო სწავლება უნივერსიტეტებსა და სასწავლო ცენტრებში. მოცემული პროექტის “TOT-2016”-ის კურსდამთავრებულთა პერსპექტივა მდგომარეობს შემდეგში, რომ თითოეული მათგანი გადაამზადებს კიდევ 5 000 სპეციალისტს (ცოდნის დონის მაღალ საფეხურზე), IT სფეროს 8 სხვადასხვა პოპულარულ სპეციალობაში. (ესენია JAVA, WEB პროგრამირება, iOS, Android, PHP, Python, UX DESIGN და PROJECT MANAGEMENT). ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება უნიკალური ტრენინგ სისტემა IT სპეციალისტებისათვის, რომელიც შემუშავდა აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ექსპერტის ევგენი მაკარენკოს მიერ. საღამოს გახსნის მოცემული პროექტის იდეის ხელმძღვანელი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე (GITA) ირაკლი ქაშიბაძე.