მთავარი » ეკონომიკა » "ვისოლმა" და "გალფმა" საწვავზე ფასები მკვეთრად გაზარდა
14:47 | 8 აპრილი, 2016

"ვისოლმა" და "გალფმა" საწვავზე ფასები მკვეთრად გაზარდა

საცალო ქსელში, დღეიდან ბენზინისა და დიზელის შეძენა საშუალოდ 5-9 თეთრით გაძვირდა. 4-8 თეთრით გაძვირდა საწვავი "გალფის" ქსელშიც. როგორც კომპანიებში განმარტავენ, საწვავზე ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ტენდენციას უკავშირდება. აღნიშნული შესყიდვა სწორედ მაშინ განხორციელდა, როდესაც პლაცის ფასმა მოიმატა. როგორც კომპანიებში ამბობენ, ფასების შემცირება საერთაშორისო ბაზრის ადეკვატურად მოხდება.