მთავარი » ბიზნესი » თბილისში პარკინგის მოსაწესრიგებლად მერია აპრილში ტენდერს გამოაცხადებს
თბილისში პარკინგის მოსაწესრიგებლად მერია აპრილში ტენდერს გამოაცხადებს
14:26 | 4 აპრილი, 2016

თბილისში პარკინგის მოსაწესრიგებლად მერია აპრილში ტენდერს გამოაცხადებს

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების მოწყობასთან დაკავშირებით აპრილის თვეში ტენდერი გამოცხადდება. როგორც ლექვინაძე "აიპრესთან" აცხადებს, ამ ეტაპზე 12 ლოკაციაზე, გეოლოგიური, ტექნიკურ-ეკონომიკური და ფინანსური შესწავლა მიმდინარეობს. "ამ ეტაპზე პარკინგების თემაზე შესწავლას გვიკეთებს საერთაშორისო კომპანია "ფრაის ვათერს კუპერსი", 12 ლოკაიაზე გვექნება კველვა წარმოდგენილი, გეოლოგიის, ტენიკურ-ეკონომიკური და ფინანსური შესწავლის დონეზე და უკვე ჩვენ შევეცდებით აპრილის თვეში გამოვაცხადოთ ინტერესეთა გამოხატვა კერძო კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ საქართველოში ამ ბიზნესით დაკავება. ეს იქნება, მე ვფიქრობ, საკმაოდ კარგი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში საპარკინგე ადგილების ნაკლებობაა და კრიტიკულ ადგილებში შესაძლებელი იქნება მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგებით ქუჩების განტვირთვა. პროექტის განხორციელება მშენებლობის პერიოდზეა დამოკიდებული", - განაცხადა ლექვინაძემ.