მთავარი » ბიზნესი » წელს თიანეთში, ყაზბეგსა და მაღალმთიან აჭარაში პროფესიული კოლეჯები აშენდება
წელს თიანეთში, ყაზბეგსა და მაღალმთიან აჭარაში პროფესიული კოლეჯები აშენდება
14:28 | 26 თებერვალი, 2016

წელს თიანეთში, ყაზბეგსა და მაღალმთიან აჭარაში პროფესიული კოლეჯები აშენდება

"2016 წელს თიანეთში, ყაზბეგსა და მაღალმთიან აჭარაში პროფესიული კოლეჯების მშენებლობა იგეგმება", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ. "ახალი კოლეჯების მშენებლობა სწორედ იმიტომ დაიწყება, რომ იქვე მიიღონ პროფესიული განათლება. ისეთ საგანმანათლებლო მოდულებს ვთავაზობთ, რომელიც ისეთი სპეციალობის მიღების საშუალებას მისცემს, რაც კონკრეტულად მათ რაიონში და იმ ადგილზეა მოთხოვნადი და რომლის დეფიციტიც არსებობს, რომ შემდგომში ეს ადამიანები დარჩნენ და იქ იმუშაონ", - აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა. ამ დროისთვის პროფესიული კოლეჯები საქართველოს 2 მაღალმთიან რეგიონშია - მესტიაში კოლეჯი "თეთნულდი", სადაც 72 სტუდენტია და 20 პედაგოგი. ამბროლაურში "ერქვანი", სადაც 50 სტუდენტი და 19 პედაგოგია.