მთავარი » ბიზნესი » ქეთევან ალექსიძე "ვიზეარზე": ეს ფაქტი, ტურიზმის განვითარებისათვის უდიდესი პოტენციალია
ქეთევან ალექსიძე
10:28 | 17 თებერვალი, 2016

ქეთევან ალექსიძე "ვიზეარზე": ეს ფაქტი, ტურიზმის განვითარებისათვის უდიდესი პოტენციალია

ეს ფაქტი, უპირველეს ყოვლისა, არის უდიდესი პოტენციალი ტურიზმის განვითარებისთვის, - ასე შეაფასა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ქეთევან ალექსიძემ ქუთაისის აეროპორტში, ავიაკომპანია "ვიზეარის" პირველი ბაზის გახსნა. "დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, რეგიონში, ერთ-ერთი უმსხვილესი, ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარი" გახსნის ბაზას, რაც გულისხმობს იმას, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთი საჰაერო ხომალდი მუდმივად განთავსდება. ეს რეალურად ნიშნავს 7 ახალი მიმართულების დამატებას ევროპაში. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოების გამო. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ხელმისაწვდომი ფასები ევროპის მიმართულებით და ეს არის უდიდესი პოტენციალი ტურიზმის განვითარებისთვის. გარდა ამისა, რეგიონისა და აეროპორტის განვითარებისათვის, რა თქმა უნდა, თითო ბაზას მოჰყვება დამატებითი სამუშაო ადგილები, რომელიც საბოლოო ჯამში, მთლიანად ევროპის განვითარებას უწყობს ხელს", - განაცხადა ალექსიძემ. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის სექტემბრიდან, ავიაკომპანია "ვიზეარი", ქუთაისში, რეგიონში პირველ ბაზას ხსნის და ევროპის მიმართულებით 7 ახალ მიმართულებას ამატებს.