მთავარი » ბიზნესი » ზამთრის საკურორტო ზონებში ავიარეისებს კომპანია Wucher Helikopter Gmbh შეასრულებს
ზამთრის საკურორტო ზონებში ავიარეისებს კომპანია Wucher Helikopter Gmbh შეასრულებს
18:22 | 25 იანვარი, 2016

ზამთრის საკურორტო ზონებში ავიარეისებს კომპანია Wucher Helikopter Gmbh შეასრულებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააკმაყოფილა ავსტრიული კომპანიის Wucher Helikopter Gmbh განაცხადი და კომპანიას მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით ზამთრის საკურორტო ზონებში, ფრენის ნებართვა მიანიჭა. ანალოგიურ ფრენებს კომპანია 2013-2015 წლებშიც ახორციელებდა. საქართველოში ოპერირების განმავლობაში Wucher Helikopter Gmbh ძირითადად ორიენტირებული იქნება მცირე ტურისტული ჯგუფების მომსახურებაზე, კერძოდ, კომპანია სტეფანწმინდა-გუდაურის ზონაში განახორციელებს ე.წ. Heli-skiing ტურებს, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტების გაუკვალავ თოვლში გადასხმას, თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. ფრენები AS 350 B3 Ecureuil და AS 350 B Lama-ს ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით, ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) განხორციელდება. ავიაკომპანიის ოპერირება საქართველოში ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას, უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს ზამთრის სათხილამურო კურორტებზე და მათთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.