მთავარი » ბიზნესი » "ვიანორმა" თბილისში კიდევ ერთი ავტომომსახურების ცენტრი გახსნა
17:14 | 20 იანვარი, 2016

"ვიანორმა" თბილისში კიდევ ერთი ავტომომსახურების ცენტრი გახსნა

ავტომომსახურების ცენტრების ქსელმა "ვიანორმა" თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობასთან მდებარე "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე კიდევ ერთი სერვის ცენტრი გახსნა და ახალი 2016 წელი განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებით დაიწყო. დღესდღეობით "ვიანორის" 20 მომსახურების ცენტრი ფუქნციონირებს წარმატებით თბილისსა და რეგიონებში. "ვიანორის" ავტომომსახურების ცენტრების ქსელის განვითარება აქტიურ ფაზაში შედის. მოხარული ვართ, რომ თბილისში "ვიანორის" კიდევ ერთი მომსახურების ქსელი შეუქმნის კომფორტს მომხმარებელს ესქკლუზიური შეთავაზებებითა და ევროპული სტანდარტის მომსახურებით. "ვიანორი" უმსხვილესი, მულტინაციონალური კომპანიაა და ჩვენ გვეამაყება, რომ საქართველოში ამ ბრენდის განვითარება ექსკლუზიურად "ვისოლ ჯგუფს" ერგო წილად. ახლადგახსნილ ობიექტებზე "ვიანორმა" დამატებითი სამუშაო ადგილებიც შექმნა, რაც ჩვენი ბიზნეს ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია", - აცხადებს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დურექტორი ვასილ ხორავა. "ვისოლ ჯგუფმა" ავტოტექმომსახურების მსოფლიო ბრენდის - "ვიანორისაგან" საქართველოში ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება 2012 წელს მოიპოვა და მის მფლობელობაში უკვე არსებული "ვისოლ ავტო ექსპრესის" ქსელის რებრენდინგი დაიწყო. "ვიანორი" Nokian Tyres-ის ჯგუფის წევრია, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში 1000-ზე მეტ ავტომომსახურების ცენტრს ფლობს. დღესდღეობით "ვიანორ ჯორჯია" ავტომომსახურების ცენტრების ყველაზე ფართო ქსელის მფლობელია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის "ტოტალის", "ფინას" და "შევრონისა" საავტომობილო ზეთებს, "ნოკიანისა" და "პირელის" ბრენდის საბურავებს, "დეტას" და "ფლაგმანის" აკუმულატორებს, "ფრამის" საავტომობილო ფილტრებს, "ვალეოს" საავტომობილო პროდუქტებს და სხვა საპოხ მასალებს. "ვიანორის" სერვის ცენტრები მომხმარებელს ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრული მომსახურებით უზრუნველყოფს. "ვიანორის" მომსახურების ცენტრები თბილისის გარდა განთავსებულია გორში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდსა და ახალციხეში.