მთავარი » ბიზნესი » BMW Club Georgia და "ვისოლი" მსურველებს "ექსტრემალური ტაქსით" მგზავრობას სთავაზობდნენ
BMW Club Georgia და
19:37 | 11 იანვარი, 2016

BMW Club Georgia და "ვისოლი" მსურველებს "ექსტრემალური ტაქსით" მგზავრობას სთავაზობდნენ

კომპანია "ვისოლის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 11 იანვარს BMW Club Georgia-მ და "ვისოლმა" საახალწლო საქველმოქმედო აქცია - "ექსტრემალურ ტაქსი" (Extreme Taxi) გამართა და ნებისმიერ მსურველს დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ უბნებში სპორტული ავტომობილებით უფასო მგზავრობის შესაძლებლობას მიეცათ. თუ მგზავრებს ნებისმიერი თანხის გაღების სურვილი ქონდათ, მათ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ ქველმოქმედებაში. შეგროვებული თანხა სრულად გადაეცემა ნუცუბიძის ქუჩაზე არსებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს. ღონისძიება რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე ექსტრემალური დრაგის და დრიფტის ავტო შოუთი დასრულდა, სადაც მგზავრებს ადრენალინის შეგრძნების უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ. როგორც BMW Club Georgia-ს დამფუძნებელმა გიგი ტუღუშმა აღნიშნა, ღონისძიების მიზანი ავტოსპორტის კიდევ მეტად პოპულარიზაცია და ჯანსაღი ადრენალინის პროპაგანდის გაწევა იყო. "ვისოლ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილი: "დღევანდელი აქციით გვსურდა გაგვეხანგრძლივებინა საახალწლო პოზიტიური განწყობა და ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებლობა მიგვეცა უსწრაფესი, თანამედროვე სპორტული ავტომობილებით კომფორტულად მისულიყვნენ დანიშნულების ადგილას და თან მონაწილეობა მიეღოთ იმ ბავშვების მხარდაჭერაში. რომელთან განსაკუთრებულად ჭირდებათ ზრუნვა".