მთავარი » მსოფლიო » კომპანია "გაზპრომმა" თავის ისტორიაში უმსხვილესი ტენდერი გააუქმა
კომპანია
18:25 | 29 დეკემბერი, 2015

კომპანია "გაზპრომმა" თავის ისტორიაში უმსხვილესი ტენდერი გააუქმა

კომპანია "გაზპრომმა" თავის ისტორიაში უმსხვილესი ტენდერი გააუქმა, - აღნიშნულის შესახებ rbc წერს. აღნიშნული ტენდერი 822 კილომეტრიანი გაზსადენის "ციმბირის ძალა" მშენებლობას გულისხმობდა, რომლის საფასური 156 მილიარდი რუბლი იყო. ტენდერის წინააღმდეგ გამოვიდა ფედერალური ანტიმონოპოლიის სამსახურის ხელმძღვანელი იგორ არტემიევი, რომელმაც აღნიშნულ ტენდერში უამრავი დარღვევა აღმოაჩინა. შედეგად, კომპანია "გაზპრომმა" ტენდერი გააუქმა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, კომპანიის ვებ-გვერდზე ვრცელდება. აღნიშნული ტენდერის წინააღმდეგ გამოვიდა ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელი იგორ არტემიევი, რომელმაც მასში უამრავი დარღვევა აღმოაჩინა, რის შესახებაც არტემიევმა, კომპანია "გაზპრომის" თავმჯდომარეს ალექსეი მილერს წერილობით მიმართა. აღნიშნულ წერილზე მას პასუხი არ მიუღია, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან იჩივლებდა.