მთავარი » მსოფლიო » BLOOMBERG-მა უოლ-სტრიტზე ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტები დაასახელა
BLOOMBERG-მა უოლ-სტრიტზე ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტები დაასახელა
13:38 | 29 დეკემბერი, 2015

BLOOMBERG-მა უოლ-სტრიტზე ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტები დაასახელა

მიუხედავად ბონუსებისა და სამუშაო ადგილების შემცირებისა, უოლ-სტრიტზე არის ვაკანსიები, რომელზეც მომავალ წელს დიდი მოთხოვნა იქნება, - აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს. ანალიტიკოსების მოსაზრებით, სააგენტოს მიერ გამოკითხულ დამსაქმებლებისა და ხელმძღვანელების ინფორმაციით, ყველაზე დიდი მოთხოვნა საბანკო და სანავთობო სექტორში იქნება. მათი უმთავრესი მოვალეობა, ენერგორესუსრსებზე ფასის სწრაფი ვარდნის შედეგად დაზარალებული ენერგეტიკული კომპანიების დახმარება იქნება. კომპანიებს ასევე დასჭირდება რესტრუქტურიზაციის სფეროში მომუშავე ბანკირები. აღნიშნული ფაქტი აიხსნება იმით, რომ განვითარდება თავად რესტრუქტურიზაციის სფერო, რამდენადაც გაიზრდება დეფოლტების მაჩვენებელი და აშშ-ში მოიმატებს საპროცენტო განაკვეთები, - აღნიშნავს Bloomebrg-ი. ასევე დიდი მოთხოვნა იქნება ტრეიდერებზე, რომლებიც სამთავრობო ობლიგაციების ბაზარზე იმუშავებენ. Bloomberg-ის ინფორმაციის მიხედვით, უოლ-სტრიტზე მოთხოვნადი იქნება ელექტროული ბაზრის სფეროში მომუშავე პერსონალი, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მცოდნე პერსონალი და სპეციალისტები, რომლებიც კორპორატიული ფინანსების სფეროში იმუშავებენ.