მთავარი » ბანკები » ინგლისის ბანკმა საიდუმლო დოკუმენტები შეცდომით ჟურნალისტებს გაუგზავნა
ინგლისის ბანკმა საიდუმლო დოკუმენტები შეცდომით ჟურნალისტებს გაუგზავნა
16:44 | 23 მაისი, 2015

ინგლისის ბანკმა საიდუმლო დოკუმენტები შეცდომით ჟურნალისტებს გაუგზავნა

ინგლისის ბანკის პრესსამსახურმა საიდუმლო დოკუმეტები შეცდომით, გამოცემა გარდიანს გაუგზავნა. როგორც საიდუმლო დოკუმენტიდან ირკვევა ინგლისის ფინანსიტები იმ რისკებს იკვლევენ, რომლის წინაშეც შესაძლოა ინგლისი დადგეს თუკი ქვეყანა ევროკავშირს გამოეყოფა. შესაბამისი რეფერენდუმის ჩატარება ინგლისის პოლიტიკოსების დღის წესრიგში სულ უფრო აქტიურად ხვდება. Brexit - სწორედ ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც ინგლისის ფინანსური სამყარო განიხილავს და რომლის მთავარი წესია - არასდროს ისაუბრო მასზე. აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა ჯერ-ჯერობით არ დასრულებულა და მისთვის საბოლოო სახის მიცემას რამოდენიმე თვე სჭირდება. როგორც გაირკვა დოკუმენტი ბანკის სხვადასხვა თანამშრომლებისთვის უნდა ყოფილიყო გაგზავნილი, ის კი შეცდომით გარდიანის რედაქტორის ელექტრონულ ფოსტაში მოხვდა. დევიდ კემერონი ევროკავშირიდან გამოყოფის რეფერენდუმის ჩატარებას 2017 წლის ბოლოსთვის ვარაუდობს, დოკუმენტის გასაჯაროვება კი მას ახალ პოლიტიკურ დებატებში აღმოაჩენს.