Nestle-მ, კოსმეტიკური ბიზნესი შესაძლოა 10 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდოს

7

კომპანია Nestle მოლაპარაკებებს აწარმოებს თავისი ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებით. საუბარია კანის მოვლის კერძო შვედურ საინვესტიციო ჯგუფ EQT-ზე. ამის შესახებ Financial Times წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმების საერთო ღირებულებამ შესაძლოა 10 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიოს.

გაზეთი აღნიშნავს, რომ აქტივების უფლების მოპოვებაზე კონკურენცია მაღალი იყო. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Nestle-მ შეთავაზება მიიღო საინვესტიციო ჯგუფისგან KKR და ინვესტორების კონსორციუმისგან, რომლის სათავეშიც Advent International და Cinven დგას. EQT, Nestle და KKR, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე ოფიციალურ უარს აცხადებენ. საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შეთანხმება, ევროპაში, პირდაპირი ინვესტიციების ჯგუფში ერთ-ერთი უმსხვილესი იქნება.

კანის მოვლის საშუალებების ბიზნესს, კომპანია Nestle აქტიურად ავითარებდა მას მერე, რაც კომპანია L’Oréal-სგან ფარმაკოლოგიურ კორპორაცია Galderma-ის უფლებები შეისყიდა. 2014 წლიდან მოყოლებული, განყოფილება მაზებისა და სახის კანის გამწმენდ, აგრეთვე კანის დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე მუშაობდა.

კომპანია Nestle-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ შნაიდერმა ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ უფრო სწრაფად მზარდ მიმართულებაზე სურს კონცენტრირება, მაგალითად ყავის, წყლის, შინაური ცხოველების საკვების წარმოებებზე.

Comments
Loading...