NDI: მოსახლეობის 61% თავს დასაქმებულად არ თვლის

8

NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 61 პროცენტი თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. გამოკითხვის მიხედვით, თავს დასაქმებულად მოსახლეობის მხოლოდ 38 პროცენტი მიიჩნევს.

კვლევის კითხვაში „თვლით თუ არა თავს დასაქმებულად? იგულისხმებოდა როგორც სრული ან ნახევარი განაკვეთის თანამშრომელი, ისე ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი და თვითდასაქმებული.

კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.

Comments
Loading...