NDI-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სამუშაო ადგილებია, უმნიშვნელო – სასამართლო სისტემა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის იმ ნაწილში, სადაც საუბარია ეროვნულ საკითხებზე გამოკითხულთა უმეტესობისთვის – 48%-ისთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი სამუშაო ადგილებია, მეორე ადგილზეა ფასების ზრდა/ინფლაცია, რომლის პროცენტული მაჩვენებელიც 34%-ია, ხოლო მას 1 %-ით ჩამორჩება სიღარიბე. ბოლო ადგილზე პრიორიტეტებს შორის სასამართლო სისტემა და გარემოს დაცვა გავიდა 5-5%-ით. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას მას 29%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ეროვნულ საკითხებს შორის პრიორიტეტად ნატოში გაწევრიანებას 6% უჭერს მხარს.
უფრო კონკრეტულად კი საზოგადოებრივი აზრის კვლევის კითხვაზე, რომელი საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:
სამუშაო ადგილები – 48
ფასების ზრდა/ინფლაცია – 34
სიღარიბე – 33
ტერიტორიული მთლიანობა – 29
პენსიები – 22
ხელფასები – 19
ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება – 18
განათლება – 12
რუსეთთან ურთიერთობა – 12
ადამიანის უფლებები – 8
სამართლიანობის აღდგენა – 6
სამართლიანი არჩევნები – 6
ნატოში გაწევრიანება – 6
გარემოს დაცვა – 5
სასამართლო სისტემა – 5
სხვა – 16
არ ვიცი – 1
NDI-ის და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-მ დღეს გამოაქვეყნა.