NDI: გამოკითხულთა 22% აცხადებს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უშლით მუშაობაში

6

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 22% აცხადებს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უშლით მუშაობაში.

19% პასუხობს, რომ სხვა მოვალეობები უშლით მათ ხელს მუშაობაში, 17% – პირადი კავშირების გარეშე ვერ პოულობს სამსახურს, 12% – სამუშაოს ვერ პოულობს ასაკის გამო, 9% – ვერ პოულობს სამუშაოს, რომელიც მათ უნარებსა და განათლებას შეესაბამება, 7% – არ უნდა მუშაობა, 5% – არ მაქვს საჭირო უნარები და განათლება, 2% – არ მაქვს მუშაობის ფინანსური საჭიროება.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

Comments
Loading...