- Advertisement -

NASA-მ ორბიტაზე გაშვებულ სადგურ Dawn-თან კავშირი დაკარგა

7

NASA-მ კავშირი დაიკარგა ავტოსადგურ Dawn-თან, რომელიც ასტეროიდების სარტყელს იკვლევდა. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას NASA თავის ვებ-გვერდზე ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Dawn უკვე ორი დღეა, რაც კონტაქტზე არ გამოსულა – 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს. სამმართველოს სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ აპარატს საწვავი გაუთავდა, რამაც კავშირის დაწყვეტა გამოიწვია.

NASA-ში აღნიშნავენ, რომ Dawn ვეღარ შეინარჩუნებს მდგომარეობას, რომლის წყალობითაც ანტენები დედამიწისკენ იყო მომართული, რის მეშვეობითაც მისიის კონტროლის ცენტრი მოწყობილობასთან ინარჩუნებდა კავშირს. აგრეთვე აღნიშნულია, რომ აპარატს მიმართულების შეცვლაც არ შეუძლია, იმ მიზნით, რომ ძრავა მზის მხარეს მოხვედრილიყო და მოწყობილობის მზის ბატარეა დატენილიყო.

სადგური Dawn ორბიტაზე 2007 წელს გაუშვეს. მისი ძირითადი დანიშნულება ასტეროიდების სარტყელის გამოკვლევა იყო. 2011 და 2012 წლებში Dawn ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ასტეროიდს აკვირდებოდა.

Comments
Loading...