NASA მილნერის პროექტს, სატურნის თანამგზავრზე სიცოცხლის აღმოჩენის კვლევაში დაეხმარება

12

კოსმოსური სააგენტო NASA პროექტ DST Global-ის მფლობელისთვის იური მილნერისთვის, მისი კერძო მისიისთვის, რომელიც სატურნის თანამგზავრ ენცელადს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ჟურნალი New Scientist ავრცელებს, რომელსაც ხელთ ჩაუვარდა შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერა NASA-მ და ფონდმა Breakthrough Initiatives.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დოკუმენტების თანახმად, ფონდი და სააგენტო სამეცნიერო-ტექნოლოგიურ და საფინანსო გეგმებზე მუშაობს, ხოლო NASA-მ მათ თანხა გამოუყო, რათა ჩატარდეს კვლევა.

რესურსი გამოყოფილი იქნება არა ტექნიკური ორგანიზაციის მისიისთვის, არამედ პროექტის შემუშავებისთვის. ჯგუფი იმუშავებს მომავალ წლამდე.

როგორც იგეგმება, მილნერის კომპანიის ზონდი პირველი კერძო მისია იქნება, რომელიც ღრმა კოსმოსში სიცოცხლის აღმოჩენით დაკავდება.

თავად მილნერი ენცელადს ნომერ პირველ მიზანს უწოდებს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ იქ გაშვებული იქნას მისია, რომელსაც ექნება სპეციალური აღჭურვილობა, რომელის დახმარებითაც კვლევა ჩაუტარდება სპეციალურ ბიოლოგიურ მარკერებს.

გასული წლის ზაფხულს, NASA-ს მკვლევარებმა სატურნისა და იუპიტერის თანამგზავრები – ენცელადი და ევროპა, არამიწიერი სიცოცხლის ძიების ყველაზე შესაფერ ადგილებად დაასახელეს.

Comments
Loading...