Morgan Stanley რუსეთის ბაზარს არ დატოვებს

5

EMEA-ის რეგიონების ბაზარზე Morgan Stanley-ის განვითარების მმართველი დირექტორის განცხადებით, ბანკი არ აპირებს რუსეთის დატოვებას.

„Morgan Stanley არ დახურავს ბიზნესს რუსეთში, ეს ცრუ ინფორმაციაა. ჩვენ რუსეთში 25 წლის განმავლობაში ვმუშაობდით და ვაპირებთ, რომ აქ დავრჩეთ“, – განაცხადა მან.

Morgan Stanley-ის რუსული შვილობილის აქამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯგუფი რუსეთში ბანკის ლიკვიდაციას, საბანკო, საბროკერო და სადეპოზიტო ლიცენზიებზე უარის თქმას აპირებდა. Morgan Stanley აპირებს, რომ თავისი ბიზნესი რუსეთში ახალ კომპანიაში გადაიტანოს, კომპანიაში, რომელიც შესაბამისობაში მოვა ლიცენზიის მოთხოვნებთან და დაკავდება ინვესტიციებისა და უძრავი ქონების სფეროებში მომსახურების კონსულტირებით.

Morgan Stanley-ის წარმომადგენელმა რუსეთში განაცხადა, რომ ახალი მოდელი უფრო ეფექტიანი უნდა იყოს.

Morgan Stanley თავის ანგარიშში აგრეთვე წერდა, რომ მის ფინანსურ მდგომარეობაზე რუსეთში შესაძლოა დიდი გავლენა მოეხდინა ეკონომიკური სიტუაციის ცვლილებას. ბანკი აღნიშნავდა, რომ განვითარებადი ბაზრები, მათ შორის რუსული, მიდრეკილი იყო ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, სამართლებრივი და საკანონმდებლო რისკებისკენ და ამით განსხვავდება უფრო განვითარებული ბაზრებისგან.

Comments
Loading...