Moody’s-მა, დიდი ბრიტანეთის რეიტინგი ნეგატიურ სტატუსამდე დაწია

3

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody’s, სუვერენულ რეიტინგში დიდი ბრიტანეთის მაჩვენებელი სტაბილურიდან ნეგატიურამდე გააუარესა. ამის შესახებ სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის აღნიშნული.

გავრცელებული ტექსტის მიხედვით, პროგნოზის გადახედვის საბაბი, რა თქმა უნდა Brexit-თან დაკავშირებით, სხვადასხვა ინსტიტუტების დასუსტება გახდა. ამასთან, Moody’s-მა, ქვეყნის სუვერენული რეიტინგი Аа2 დონემდე დაწია.

როგორც სააგენტო განმარტავს, რეიტინგი დგინდება ეკონომიკური დივერსიფიკაციის საფუძველზე, სამეფოს მონეტარულ პოლიტიკაზე და აგრეთვე მოქნილ შრომით ბაზარზე დაყრდნობით. ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ რეიტინგს ზღუდავს ვალის შედეგად გამოწვეული მაღალი დატვირთვა და წარმოების მაჩვენებლის სუსტი ზრდა.

წინა ჯერზე, Moody’s-მა დიდი ბრიტანეთის საკრედიტო რეიტინგს 2017 წლის სექტემბერში გადახედა. მაშინ სააგენტომ სამეფოს რეიტინგი ერთი საფეხურით დაწია, Aa1 -დან Aa2-მდე, სტაბილურ პროგნოზამდე. დაწევის მთავარ მიზეზად სააგენტოში, Brexit-ის გამო, სახელმწიფო ფინანსების დასუსტების მოლოდინი დაასახელეს.

მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის 2020 წლის 31 იანვრამდე გაგრძელებას. თავდაპირველად არსებული წინადადების მიხედვით, ქვეყანას ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დაეტოვებინა, მაგრამ Brexit-ის პირობებთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის არსებული უთანხმოების გამო, ვადამ 31 ოქტომბრისთვის გადაიწია. სწორედ აღნიშნული დავების შედეგად, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი ბორის ჯონსონმა დაიკავა, რომელის 28 ოქტომბერს ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის თარიღის გადაწევას დათანხმდა.

Comments
Loading...