Microsoft 365-ის მომხმარებლის სახელისა და პირველადი პაროლის შესახებ ინფორმაციის მიღება გამარტივდა

13

ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლის პირველკლასლებს (მათ შორის მოსწავლეებს, რომლებიც გადმოვიდნენ კერძო სკოლიდან ან ჩამოვიდნენ საზღვარგარეთიდან) და ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების ახალ პერსონალს ავტომატურად შეექმნებათ Microsoft-ის ანგარიშები.

reset.emis.ge არის პორტალი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, სადაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ უსაფრთხოდ მიიღონ ინფორმაცია Office 365-ის თავიანთი ანგარიშების შესახებ და შეცვალონ პაროლი.

ელ. ფოსტის მისამართის და პირველადი ან დავიწყებული პაროლის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია reset.emis.ge-ს ვებ გვერდის საშუალებით.

#მოსწავლეები #დედები #მასწავლებლები # reset.emis.ge

Comments
Loading...