- Advertisement -

Microsoft მზად არის საკუთარი ტექნოლოგიები პენტაგონს მიყიდოს

5

კომპანია Microsoft მზად არის პენტაგონს, საიმედო თავდაცვის შექმნისათვის, საკუთარი ტექნოლოგიები მიყიდოს. ამის შესახებ Microsoft-ის პრეზიდენტმა ბრედ სმიტმა The New York Times-თან განაცხადა.

“ეს რთული გადაწყვეტილება იყო. Microsoft აშშ-ში შეიქმნა, ამერიკაშივე აქვს შტაბბინა”, – აღნიშნავს სმიტი.

ოქტომბერში გაზეთი The Washington Post წერდა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა Google-ის გენერალური დირექტორი სუნდარ პიჩაი, რათა ქვეყნის სამხედრო უპილოტო თვითმფრინავებისთვის ხელოვნური ინტელექტის შექმნის საკითხი დაერეგულირებინა.

Comments
Loading...